საქართველოს
პრეზიდენტმა,
მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ბათუმის იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა
და გატარებული რეფორმები გააცნო.
პრეზიდენტმა, იუსტიციის სახლში ჰილარი კლინტონს, სიმბოლური პასპორტიც
გადასცა.
პრეზიდენტის განცხადებით, ყველა პროცედურა, იუსტიციის სახლში,
ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და მარტივად ხდება. სააკაშვილის განცხადებით,
თბილისის იუსტიციის სახლი, ყველაზე დიდი სამთავრობო შენობა იქნება.
ჰილარი კლინტონი კი, იუსტიციის სახლის დიზაინით დაინტერესდა. მისი
თქმით, ის არქიტექტორებით აღფრთოვანებულია.
Internet.ge