ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
მდივანი აცხადებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის
ქარტიას შედეგი მოაქვს. აღნიშნული განცხადება ჰილარი კლინტონმა ბათუმში, იუსტიციის
სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველო მომავალი
რწმენის ნათელი მაგალითია.
“ამერიკის
შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობა ჩვენი ხალხისა და საზოგადოების ენერგიას, მეწარმეობას და სულისკვეთბას ასახავს.
უფრო მეტიც, ჩვენ ურთიერთობებს შედეგი
მოაქვს. ამის ნათლი მაგალითი გასული პერიოდია. დილით, სტრატეგიული თანამშრომლობის
მესამე პლენარული სესია გვქონდა. ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობა,
უსაფრთხოება, გლობალური ეკონომიკის ზრდის
ხელისშეწყობა და დემოკრატიული ღირებულებების გაღრმავება. გადავწყვიტეთ დავეხმაროთ
ჩვენს მეცნიერულ საზოგადოებას ითანამშრომლონ ერთმანეთთან, საუბარი შეეხო მილენიუმის
გამოწვევებსაც, რომელიც საქართველოსთან მიმართბაში მეორე ხელშეკრულებაზე გადასვლას
გულისხმობს“,- განაცხადა აშშ-ს პირველმა დიპლომატმა.
მისი თქმით, საქართველოში დაფუძვნებული თავდაცვის სისტემა, აშშ- სა და
საქართველოს პრიორიტეტია.
„ჩვენი მიზანი,ა დავეხმაროთ საქართველოს თავი დაიცვას ტერორიზმისა და
ტერეფიკინგისაგან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ISAF-ის
სამშვიდობო მისიაზე. ქართველი ჯარები მამაცურად იბრძვიან აშშ-ს ძალებთან ერთად
ავღანეთში. ვაფასებთ მათ გამბედაობასა და თავდადებას. საქართველო დიდი წვლილის
შემტანია ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესრულებაში“,- განმარტა კლინტონმა.
მსივე განცხადებით, თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მხარეები
თავდაცვის საკითხებზე შეთანხმდნენ.
„აშშ-ს სამხედრო ძალები ქართველ ჯარისკაცებს ტრეინინგს უტარებენ. მზად
ვართ გავუწიოთ მონიტორინგი სახმელეთო და საჰაეო სივრცეს. ამ ძალისხმევის შედეგად, საქართველო უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი იქნება“,- განაცხადა ჰილარი
კლინტონმა და აქვე დასძინა, რომ ქვეყნის წარმატება დემოკრატიის ხარისხზე იქნება
დამოკიდებული.
Internet.ge