საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებას
აქვს მტკიცე ნება ოქტომბერში, სამართლიან გარემოში, თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, აშშ-ის
სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე
გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნები ხალხის
თავისუფალ ნებას წარმოაჩენს.
„ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას, რომ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადობა კიდევ უფრო განმტკიცდეს, მივესალმები.
ხელისუფლებას
აქვს მტკიცე ნება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით,
ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიისადმი ურყევია.
Internet.ge