ექსპერტი ნიკა ჩიტიძე
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ გზავნილებზე საუბრობს.
როგორც ექსპერტმა „ინტერნეტ.ჯი“-ს
განუცხადა, კლინტონმა საქართველოსთვის სასიკეთო განცხადებები არაერთი მიმართულებით
გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოში აშშ-ს პირველი
დიპლომატის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ამერიკა ერთგულ მეგობრად რჩება.
„ქალბატონმა სახელმწიფო მდივანმა საქართველოში დემოკრატიული
კუთხით ჩატარებული რეფორმები მოიწონა. სიტყვით გამოსვლისას აღინიშნა ქვეყნის
მიღწევებიც. გაკეთდა მინიშნებები სასამართლო თუ საარჩევნო სისტემის კუთხით არსებულ შენიშვნებზე, თუმცა ალბათ ყველაზე
მთავარი გზავნილი, ქარტიის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის დაწყებული ურთიერთთანამშრომლობის
კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი იყო“,- განაცხადა ჩიტაძემ.
internet.ge