The Washington Post: კლინტონი ოპოზიცონერ მილიარდერ ბიზნესმენ ივანიშვილს არ შეხვდა
„The Washington Post“
საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს ეხმაურება.
როგორც გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ
სტატიაშია ნათქვამი, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა და სოლიდარობა
გამოხატა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დაბრუნებას იმედოვნებს.
სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „კლინტონი ხვდება სააკაშვილს, მაგრამ არა მის მთავარ
ოპოზიციურ მეტოქეს“.
„სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ დახმარება უკვე მოიცავს 16.6 მილიონი დოლარის პაკეტს, რომელშიც შედის სარადარო წრთვნა სანაპირო და საჰაერო თავდაცვისთვის, საქართველოს ვერტმფრენთა პარკის მოდერნიზება იმისთვის, რომ შეძლოს სამხედროებისა და ტვირთის ტრანსპორტირება,
ასევე ოფიცრების წრთვნა საკუთარი თავდაცვის უნარებისა და ნატოს მისიებში მოქმედების გაუმჯობესებისთვის. ამერიკის მთავარი დიპლომატი შეხვდა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს
და მოუწოდა საქართველოს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ.
მაგრამ ის არ შეხვდა ოპოზიცონერ მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც
Associated Press-ს
სატელეფონო
ინტერვიუში
განუცხადა,
რომ ის არ შეხვდება კლინტონს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ჯაშუშებთან“ ერთად“, -
ნათქვამია სტატიაში.
„The Washington Post“-ის ინფორმაციით, კლინტონმა შეაქო საქართველო, რომელსაც ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში და განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვითუნარიანობის
მოდერნიზება
„საერთო პრიორიტეტია“.
„კლინტონმა განაცხადა ასევე ინიციატივაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოქალაქეებისთვის საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემას გულისხმობს, რათა მათ უფრო იოლად იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში. მან ამერიკელების ფინანსური დახმარებით გარემონტებული ქართული სანაპირო დაცვის ხომალდები გახსნა. კლინტონი იმ რამდენიმე პარტიის ლიდერს შეხვდა, რომლებსაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების იმედი აქვთ. მაგრამ ივანიშვილმა, სააკაშვილის სასტიკმა კრიტიკოსმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში საბანკო და საბითუმო ბიზნესში დააგროვა, უარი თქვა შეერთებოდა ამ ჯგუფს, ადანაშაულებს რა ორი პარტიის ლიდერს იმაში, რომ ისინი ფსევდო-ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და საქართველოს ლიდერის მოკავშირეები არიან“,-
ნათქვამია სტატიაში.
აღნიშნული სტატიის ქართული თარგმანი „Foreignpress"-მა
გაავრცელა.
internet.ge