რუსეთმა მიგრანტების მასობრივი გაძევება დაიწყო
13:19 06.06.2012
|
დღის სიახლეები
|
რუსეთის საიმიგრაციო სამსახურმა არალეგალი მიგრანტების მორიგი დევნის
კამპანია დაიწყო და ოპერაცია „ნელეგალ“ ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, მხოლოდ
მოსკოვში 2600 არალეგალი გამოავლინა.
500 ადამიანი, რომლებმაც საიმიგრაციო კანონმდებლობა დაარღვიეს, უკვე გაძევებულია
ქვეყნიდან. ზოგიერთებს კი მხოლოდ ჯარიმებს აკისრებენ.
ოპერაციის ფარგლებში შემოწმება ჩატარდა ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში,
რესტორნებში, სამკერვალო ქარხნებში, სამშენებლო მოედნებსა და საერთო
საცხოვრებლებში. მარტო ერთ ობიექტზე 60 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს.
რუსეთის საინფორმაციო საშუალებები არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნების მოქალაქეები
გააძევეს ქვეყნიდან.
მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთიდან მასობრივად გაყარეს ტაჯიკები, უფრო ადრე კი
ანალოგიურ დევნას ქართველები ექვემდებარებოდნენ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|