GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბარამიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
16:11 06.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობს.

ვიცე-პრემიერის პრესსამდივნოს ცნობით, მინისტერიალზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში განხორციელებული რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილება. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობენ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) ვიცე პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

გიორგი ბარამიძემ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამხვილა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, უვიზო მიმოსვლაზე დიალოგის დაწყებასა და საქართველოში მიმდინარე და წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე. გიორგი ბარამიძემ, ასევე მიმოიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და პრიორიტეტული მიმართულებები და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობას.

მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა გიორგი ბარამიძის შეხვედრა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისართან  შტეფან ფულესთან და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის 2012-2013 წლების გეგმები და ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმატებულად დაწყების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულდეს ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და მის შემადგენელ ნაწილზე - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები. ხაზი გაესვა ასევე, ამა წლის 4 ივნისს სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების მნიშვნელობას.

მინისტერიალის ფარგლებში, ასევე,  უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერთან ვალერი ხოროშკოვსკისთან ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა  საქართველო-უკრაინის, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში პრიორიტეტული მიმართულებებით საქართველო-უკრაინის კოორდინირებული მოქმედების, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობას.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ილია II: ხმა მივეცი მას, ვინც დაიცავს საქართველოს თავისუფლებას და წინსვლას1
ჭიაბერაშვილი სადაზღვეო კომპანია „აი სი ჯგუფში“ იმყოფებოდა2
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებზე ოლანდის პარტია ლიდერობს3
ბარამიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა4
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X