ICG პრეზიდენტი კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში ივანიშვილის პოლიტიკით დაინტერესდა
„ქართული
ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის (ICG) პრეზიდენტს, ლუის არბოს შეხვდა.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის თქმით, არბო კონფლიქტურ
რეგიონებთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ ლიდერის პროგრამით დაინტერესდა.
„სტუმრები დაინტერესდნენ რა პოლიტიკით შემოდის „ქართული ოცნება“, რა
ხედვები აქვს ბიძინა ივანიშვილს
ქართულ-რუსული მძიმე ურთიერთობიდან ქვეყნის გამოყვანასთან დაკავშირებით“,-
განაცხადა ხიდაშელმა.
internet.ge