ბაქრაძე: 2-3 წლის შემდეგ სად ვიქნები მე, პრეზიდენტი ან ჩვენი გუნდის სხვა წევრი მეხუთეხარისხოვანია
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მტკიცებით, მმართველი გუნდისთვის მთავარი ქვეყნის აშენებაა და არა საკუთარი კარიერის მოწყობა.
როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ბაქრაძემ განუცხადა, ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი, პიროვნულად ვინ სად იქნება, მით უმეტეს, რამდენიმეწლიანი პერსპექტივის შემდეგ.
„შემიძლია, ის გავიმეორო, რაც პრეზიდენტმა თქვა, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი ამ ქვეყანაში არის ქვეყნისა და ინსტიტუტების აშენება. ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი, პიროვნულად ვინ სად ვიქნებით, მით უმეტეს, რამდენიმეწლიანი პერსპექტივის შემდეგ. ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მთავარ საკითხზე სრული ერთიანობა გვაქვს, რომ ჩვენი ამოცანა ამ ქვეყნის აშენებაა და არა ამ ქვეყანაში საკუთარი კარიერისა და მომავლის შენება. ორი–სამი წლის შემდეგ ვინ სად ვიქნებით – მე, პრეზიდენტი, ან ჩვენი გუნდის სხვა წევრი – ეს ჩემთვის პირადად მეხუთეხარისხოვანია. მთავარია, გავაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ“, – დასძინა მან.
internet.ge