აფხაზეთსა და
რუსეთს შორის ე.წ. სამთავრობო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ოკუპირებული
რეგიონისათვის 2012 წელს გათვალისწინებული ფინანსური დახმარების გეგმას წარმოადგენს.
შეთანხმებას ხელი
მოსკოვში დღეს მოეწერა, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ფინანსთა მინისტრს ვლადიმერ
დელბასა და რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების მინისტრს სერგეი
ვერეშაგინს შორის.
შეთანხმების
მიზანი „აფხაზეთის დახმარების კომპლექსური გეგმის განხორციელებაა“, მასში
დაფინანსების გრაფიკია გაწერილი. დოკუმენტის თანახმად აფხაზური მხარე, ასევე, ვალდებულია, ფულის
ხარჯვის შემდეგ მოსკოვს ანგარიში ჩააბაროს.
ლეონიდ დერბასთან
ერთად მოსკოვში იმყოფება აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაიაც.
internet.ge