ჰილარი კლინტონის
ინიციატივამ, რომლის თანახმადაც
ნეიტრალური პასპორტების მქონე ცხინვალისა და აფხაზეთის მოქალაქეებს აშშ-ში
სასწავლებლად და სამოგზაუროდ ჩასვლის უფლება მიეცემათ, ცხინვალის სეპარატისტული
რეჟიმის მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ე.წ. საგარეო
საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც „შეშფოთებაა“ გამოხატული და
აღნიშნულია:
„სამხრეთ ოსეთის
საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო მდივნის
განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 5 ივნისს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ცხინვალში
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნისა და პოლიტიკოსის
მხარდაჭერამ თბილისის არარეალური წინადადებების მიმართ“.
განცხადებაში,
ასევე, მითითებულია, რომ ამ დოკუმენტების „ფართოდ დეკლარირებული ნეიტრალობა“
რეალობას არ შეესაბამება, რადგანაც გრაფაში „ქვეყნის კოდი“ საქართველოა
მითითებული.
მარიონეტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ „ჟენევის
მოლაპარაკებათა რაუნდის წინ, ასეთი ნაბიჯები ნეგატიურად იმოქმედებს მოლაპარაკებათა
პროცესზე და საქართველოს უბიძგებს კვლავაც უარი თქვას ძალის გამოუყენებლობის
შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე“.
internet.ge