GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად სცნო
15:12 07.06.2012
დღის სიახლეები

კონტროლის პალატამ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად განსაზღვრა და სამართალდარღვევის ოქმები სასამართლოს გაუგზავნა. ამის შესახებ განცხადება ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული ფინანსური მონიტორინგის სამსახური აწარმოებდა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ კომპანიების „ბურჯის“, „ელიტა ბურჯის“ და „გლობალ კონსალტინგ გრუპის“ ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხის შესწავლას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენის დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს.

მონიტორინგის პროცესში მოპოვებული იქნა მტკიცებულებები (დოკუმენტური, ანალიტიკური, მოქალაქეთა გამოკითხვები და ა.შ.), რომლებიც ადასტურებენ პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის, ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს, რაც განაპირობებს პოლიტიკური სუბიექტის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას და რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემადგენლობას ქმნის.

საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიერ, მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით ხორციელდებოდა პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები და მასალები საქმის შემდგომი განხილვის მიზნით გაეგზავნა სასამართლოს“ - აღნიშნულია განცხადებაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 15 ივლისისთვის1
იტალიელი ინვესტორები საქართველოში სამშენებლო მასალების საწარმოს გახსნიან2
ივანიშვილი კოალიციის წევრებთან ერთად ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მუშაობს3
უკრაინამ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ქვეყნიდან გააძევა4
სახალხო დამცველი: ამ დროისათვის ყველა მონახულებულ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X