„ქართული
ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ამომრჩევლად დარეგისტრირება თბილისში, მთაწმინდაზე მოუწევს.
ამასთან დაკავშირებით ცვლილებები - „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
ცვლილებით,
ამომრჩეველთა სიების უზრუნველყოფის კომისიას უფლება აქვს, საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ხუთი წელია საქართველოში ცხოვრობენ, საარჩევნოდ პირველ საარჩევნო ოლქში დაარეგისტრიროს. ამ შემთხევვაში კი, დედაქალაქში, პირველი საარჩევნო ოლქი მთაწმინდის რაიონშია.
ამასთან, „საარჩევნო კოდექსში“ განსახორციელებელი ერთ-ერთი ცვლილებით,
საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებით მიიღებენ.
შეგახსენებთ,
რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებს მოქალაქეობა.
Internet.ge