„საარჩევნო
კოდექსში“ ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებით მიიღებენ.
ცვლილებების
ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
პროექტი
გასულ კვირას ძალაში შესულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოდის, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა.
ცვლილებით,
საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობის ნაცვლად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები არჩევნებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებს გამოიყენებენ.
შეგახსენებთ,
რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებს მოქალაქეობა.
Internet.ge