GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ბარამიძე მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16:43 07.06.2012
დღის სიახლეები

მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოლაე ტიმოფტის შეხვდა.

ვიცვე-პრემიერის პრესსამდივნოს ინფორმაციით,  ორმხრივი შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან ვლადიმირ ფილატთან,   მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის  მინისტრთან  იურიე ლიანკასთან, ასევე ქალაქ კიშინიოვის მერთან დორინ კირტოაკესთან.

შეხვედრებზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და უსაფრთხო და სტაბილური განვითარების პერსპექტივების განხილვას. ხაზი გაესვა, რომ ამ მხრივ საქართველოსა და მოლდოვას მსგავსი პრობლემები - ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ, რომელთა გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია ორ მეგობარ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა და  მოქმედებათა კოორდინაცია.

როგორც ბარამიძის პრესსამსახურში აცახდებენ, აღნიშნულთან ერთად საქართველოსა და მოლდოვას გააჩნიათ თანხვედრი მიზნები და ამოცანები ევროინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებასა და ევროინტეგრაციის მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე, ასევე ევროინტეგრაციის პრიორიტეტულ საკითხებზე ერთიანი პოზიციის შემუშავებასა და კოორდინირებულ მოქმედებაზე. 

მოლდავურმა მხარემ  დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ანტიკორუფციული, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. ქართულმა მხარემ  მზადყოფნა გამოთქვა  მოლდაველ პარტნიორებს თავისი გამოცდილება გაუზიაროს.

შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების გაეროს, ეუთოსა და  ევროსაბჭოს ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობა სუამის ფარგლებში.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-მოლდოვას ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პაატა დავითაია: აფხაზური და ოსური პასპორტების აღიარება დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია1
ქსნის დაწესებულებაში ვითარება კვლავ დაძაბულია2
დაკავებულის წამების კადრების გავრცელების შემდეგ პოლიციელმა თავი ჩამოიხრჩო (VIDEO)3
თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი უნივერსიტეტიდან მიდის4
ვანო მერაბიშვილმა შიდა ქართლში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X