GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი მასალკინი: მაინტერესებს მურმან დუმბაძე ისევ ბურჯანაძის და კუკავას თანამოაზრეა?
17:11 30.03.2012
დღის სიახლეები

„რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი მასალკინი საზოგადოებრივი მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარის, მურმან დუმბაძის კოალიცია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული სტრუქტურის ლიდერად შესაძლო დანიშვნას აპროტესტებს და ამბობს, რომ არ სურს უფროსად პარტიდან გარიცხული წევრი მოევლინოს.

მასალკინი ამბობს, რომ თავის დროზე დუმბაძე პარტიიდან იმის გამო გარიცხეს, რომ ექსკლუზიურ უფლებებს ითხოვდა, რასაც პარტიული წესდება კრძალავდა.

„სხვა მიზეზით გაირიცხა მურმან დუმბაძე პარტიიდან. ეს იყო მხოლოდ საბაბი. მან მოითხოვა რეგიონში ექსკლუზიური უფლებები. მანვე დააყენა საკუთარი თავი პარტიის გარეთ“- ამბობს მასალკინი.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ამბობს, რომ  მურმან დუმბაძემ უნდა აღიაროს ისევ ძველი თანამოაზრეების, ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას იდეოლოგიას ემხრობა, თუ დაივიწყა - „მხოლოდ ქუჩა, მხოლოდ აქციები, მხოლოდ რევოლუცია“.

„მხოლოდ ქუჩა, მხოლოდ აქციები და მხოლოდ რევოლუცია. ის იზიარებდა ამ ხედვებს. ის ხელმძღვანელობდა იმ აქციას, რომელიც გასული წლის მაისში აჭარის ტელევიზიასთან ჩატარდა. ხვალაც ატარებენ მიტინგს გარკვეული ძალები. ხომ უნდა ვიცოდე, კოალიციის სახეს აჭარაში, რა პოზიცია აქვს არჩევნების მიმართ, აქციების მიმართ? აკეთებს თუ არა ისევ ქსენოფობიურ განცხადებებს. სუფრაზე შეიძლება ვიღაცამ რაღაც თქვას, მაგრამ შეიძლება 80 მილიონიან მეზობელზე, რომელიც ნატოს წევრია, თქვა ოკუპანტი და  აგრესორიაო? თურქეთზე მაქვს საუბარი. მურმან დუმბაძის გარემოცვაში ეს განცხადებები ისმის. თქვენ მოწმენი გახდებით, რომ ხვალ გამოჩნდება ისეთი ძალა, რომელიც გამოვა მიტინგზე და იტყვის რაღაც საზიზღრობას. ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ხვალ "ვიტრინის" ჩამსხვრევა არ მოხდება, ან დროშის დაწვა?  მურმანს კარგად ესმის რაღაცეები, არ არის  უჭკუო კაცი, მაგრამ ის უკვე გახდა მისი გარემოცვის მძევალი“-აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს1
მძიმე დაავადებისაგან თავის დასაღწევად ექიმებმა ნანა კაცად აქციეს2
სოზარ სუბარი: მამუკა ნიკოლაიშვილს ჩვენს გუნდთან საერთო არაფერი აქვს3
იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს4
ფინანსთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა განიხილება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X