საქართველოს
პრეზიდენტის
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატები,
საქართველოს აძლევს საშუალებას თავისი პოლიტიკა, საკუთარი გადაწყვეტილებები და
თავისუფლება ჰქონდეს.
ამის
შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა მასწავლებლებთან
შეხვედრისას გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას საგარეო
პოლიტიკურ ურთიერთობებში ავტონომია გააჩნია.
„ზოგი
ამბობს, ამერიკა და რუსეთი ერთია, მაშინ
როდესაც ამერიკა გვეუბნება თქვენი
ტერიტორიები
უნდა გათავისუფლდეს და დემოკრატია იყოსო. ჩვენ
გვაქვს ავტონომია საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში,
მაგალითისთის აშშ-მა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი, არა, რადგან მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ეს სწორი არ იყო“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
აქვე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოპონენტებზე და განაცხადა, რომ
მათ ყველაზე მეტად შუშის ხიდები და ისუტიციის სახლები აღიზიანებთ.
„თქვენ იცით, რა აღიაზიანებთ ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად? შუშის
ხიდი თავისთავად, ეს უნდა დაინგრეს ყველამ კარგად იცის, გეგონება ხალხს მეტი
პრობლემები არა აქვს და გარდა ქუთაისის პარლამენტისა, მათი მთავრი სამიზნე იუსტიციის
სახლებია“,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge