GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლუკაშევიჩი: კლინტონი საქართველოს ხელისუფლებას ახალი შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებისკენ უბიძგებს
10:52 08.06.2012
დღის სიახლეები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ალექსანდრე ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ ჰილარი კლინტონის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა ნეიტრალური პასპორტების საკითხთან დაკავშირებით, დღეს ჟენევაში დაგეგმილი დისკუსიებისთვის კონსტრუქციულ ატმოსფეროს არ ქმნის.

„ეს (ნეიტრალური პასპორტები) თავიდანვე კატეგორიულად უარყვეს ორივე რესპუბლიკაში, როგორც მათი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა. ცხადია, რომ ქალბატონი კლინტონის ხსენებული განცხადებები და თავად საკითხის ასე დაყენება სოხუმსა და ცხინვალში სრულიად გასაგებ ნეგატიურ რეაქციას იწვევს“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა ბრიფინგზე.

ლუკაშევიჩს კომენტარი სთხოვეს, კლინტონის კიდევ ერთ განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ვერ ხედავს გარანტიებს, რომ რუსეთი კვლავ არ დაიწყებს საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტს.

ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ „2008 წელს რუსეთს აგრესორის მოთვინიერება მოუხდა, რადგანაც თბილისმა განახორციელა თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე, ჩვენს სამშვიდობოებზე და ჩვენ იძულებული ვიყავით ადექვატურად გვეპასუხა. სახელმწიფო მდივნის გამონათქვამებში ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი შეშფოთება და პოზიცია კვლავაც იგნორირებულია აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იმ ნაწილში, რაც საქართველოში არსებულ სიტუაციას და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ეხება“.

ლუკაშევიჩის თქმით, კლინტონის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას „კავკასიაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღებაზე“ დამატებით წაახალისებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა1
საიამ ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა2
დღეს რუსთავქალაქობა აღინიშნება3
მოსკოვში ქართველები დააკავეს4
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X