ასლან აბაშიძის თანაგუნდელ ცოტნე ბაკურიასა და მისი მეუღლის მიერ წარმოებული პიარ კამპანიის უკან, რომელსაც ისინი "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით,
ბიძინა ივანიშვილს უწევენ, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი - სერგეი ვერემეენკო დგას.
"პრესა.ჯი"-ს
ინფორმაციით, სწორედ
მისი დამხარებით მოხდა ბიძინა ივანიშვილის „ფორბსთან“ დაკავშირება, რომელიც რატომღაც ამ ჟურნალის მოსკოვის ოფისიდან განხორციელდა, მაშინ როდესაც „ფორბსს“ ოფისი თბილისშიც აქვს.
გამოცემა წერს, რომ ვერემეენკო ახდენს ქალბატონი თინათინ ხიდაშელისა და ბატონი
ბაკურიას ფარული პიარ ხარჯების ანაზრაურებასაც.
გარდა ივანიშვილის მიერ გაწეული პირდაპირი ხარჯებისა, ვერემეენკოს საშუალებით, პუტინი ფარავს საქართველოს საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობის „შავი ბუღალტერიის“ დაფინანსებას.
ვაშინგტონში
ამჟამად მიმდინარე პიარ კამპანია საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ რუსული სახელმწიფო კაპიტალის მიერ არის დაფინანსებული. ივანიშვილის უშუალო თანხების გარდა, აქ მონაწილეობს სხვადასხვა რუსი ოლიგარქების კაპიტალიც.
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ბაკურიას და მანსფილდის კომპანია უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს რუს ოლიგარქთან და მის უშუალო „ბიზნეს“ დავალებებს ასრულებს.
ამიტომაა
რომ რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ინგლისურენოვან არხზე ბაკურია დროდადრო გამოდის და საქართველოს ხელისუფლების დამხობას ითხოვს.
http://www.forbes.com/lists/2008/10/billionaires08_Sergei-Veremeenko_5UCS.html‘’
internet.ge