ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ბათუ
ქუთელიას შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი
კარასინის განცხადება, საქართველოში ბანდფორმირებების არსებობის შესახებ, აბსურდული
და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
ქუთელიას განცხადებით, კარასინის განცხადება ისეთივე აბსურდულია,
როგორც ირაკლი ალასანიას ინფორმაცია, როდესაც მან საქართველოს ხელისუფლებას
უკანონო ჯგუფების შექმნაში დასდო ბრალი.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, რუსულ მხარეს,
საქართველოში ბანდფორმირებების არსებობის შესახებ არანაირი დოკუმენტი და
მტკიცებულება არ გააჩნია.
„ეს ყველაფერი საფუძველს მოკლებულია და არანაირი
დამადასტურებელი
დოკუმენტაცია არ არსებობს“,- განაცხადა ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი
კარასინმა დღეს საქართველოში ბანდფორმირებების არსებობის შესახებ განცხადება
გააკეთა. მისი თქმით, საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე უკანონო ბანდფორმირებები
იქმნება და ამაზე ქართველი ოპოზიციონერებიც საუბრობენ.