GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ალასანია: კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
12:31 08.06.2012
დღის სიახლეები

ირაკლი ალასანიას შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

განხილვას კომიტეტში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები - ირაკლი ალასანია და თედო ჯაფარიძე დაესწრნენ, რომლებსაც მანამდე კონგრესმენებთან ორმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, კომიტეტში განხილვის დროს კონგრესმენმა შუსტერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ახლა ყველაზე მთავარი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

„ჩვენი ბოლოდროინდელი აქტიურობის შედეგად ამ რეზოლუციაში არის პირდაპირი მინიშნება იმის შესახებ, რომ ნატო-სთან დაახლოება შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზით. მთელი ფოკუსი გადატანილია საქართველოში სამართლიანი, დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე”, - განაცხადა ალასანიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას მხარს უჭერს. ამის მიზანი კი არის უსაფრთხოების გაძლიერება და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ამერიკელი კონგრესმენები კიდევ ერთხელ მოითხოვენ რუსეთის ფედერაციისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელს მიღწეული შეთანხმების შესრულებას.

კონგრესმენები კრემლს სთხოვენ იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მისცენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორები დაუშვან.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.1
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს2
ბობოხიძე: ერთიანობის გადარჩენა ერთი კაცის ხელშია, ეს არის სააკაშვილი3
ბაჩო ახალაიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ4
დღეს 8 პატიმარი გათავისუფლდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X