იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის შეფასებით, საარჩევნო კამპანია იდეების ჭიდილია და არა ფულით ამომრჩეველს მოსყიდვა, ან სარეცხი მანქანის, მაცივარისა და სხვა ტექნიკის გადაცემის დაპირება.
როგორც
‘’ინტერნე.ჯი"–ს „ქართულ ოცნების“ ყოფილი აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით,
კუბლაშვილმა განუცხადა, ეს, საარჩევნო კამპანია არ არის, არამედ ტექნოლოგიაა, რომელსაც შეიძლება, რუსეთში საარჩევნო კამპანიებისთვის იყენებდნენ, საქართველოში კი, ამ ტიპის კამპანია ვერ გაიმართება.
„კონტროლის პალატის მიერ შესწავლილ საკითხებს დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა, ის ფაქტები, რომლებიც მოვისმინე, თავისი შინაარსით, ამომრჩევლის მოსყიდვასთან ახლოს დგას. როდესაც, ადამიანი ღიად აცხადებს, რომ „მე–9 არხთან“ ღიად არის დაკავშირებული და ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა ნივთების უფასოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემას აპირებს, ეს, ჩემი შეფასებით, ამომრჩევლის მოსყიდვას გავს“, – დასძინა მან.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული
ფაქტების მიუხედავად, სხვადასხვა დარღვევა რომელიმე სუბიექტის ან პერსონისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეზღუდვის საფუძველი არ გახდება.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ივანიშვილს, ისევე, როგორც სხვა მოქალაქეებს საარჩევნო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება აქვთ,“ – დასძინა მან.
internet.ge