GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კუბლაშვილი ელისო ჩაფიძეს ურჩევს პოლიციას მიმართოს
14:35 08.06.2012
დღის სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პავლე კუბლაშვილი საინფორმაციო სააგენტოს „ინფო 9“–ის ოპერატორს, ელგუჯა ობოლაძეს, რომელიც ტყიბულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, სოსლან ვახტანგაძემ სცემა, ურჩევს მომხდარის გამოძიების მიზნით, სამართალდამცავებს მიმართოს.

როგორც ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს კუბლაშვილმა განუცხადა, არცერთი ძალადობის ფაქტი არ იქნება წახალისებული და რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„ნებისმიერი ძალადობის ფაქტს ვემიჯნები, სადაც უნდა იყოს ის და რაც უნდა იყოს ამის მიზეზი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თუ ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას, რასაც ძალადობრივი ფაქტი მოჰყვა, კარგი იქნება თუ დაზარალებული პოლიციას მიმართავს. ასეთი ფაქტი უნდა იყოს ჯეროვნად გამოძიებული, რომ რეაგირება მოხდეს”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

დეპუტატი „ქართული ოცნების“ წევრის, ელისო ჩაფიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციონერი მომხდარზე პასუხისმგებლობას პავლე კუბლაშვილს აკისრებს.

„ელისო ჩაფიძე თუ ჩემი მარჯვენა და მარცხენა ხელების თვლას დაიწყებს, ის ნახავს, რომ რამდენიმე ხელი აღმომაჩნდება, რადგან განსხვავებით ქალბატონი  ჩაფიძისგან, მხარდამჭერები ნამდვილად მყავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანს ძალადობის უფლება აქვს. ტყიბულში ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს და ეს არჩევნებზე გამოჩნდება“, – დასძინა მან.  

რაც შეეხება სოსლან ვახტანგაძეს კუბლაშვილი ადასტურებს, რომ ის ტყიბულის მკვიდრი და საჯარო მოსამსახურეა,  მაგრამ ეს შელაპარაკება მის სამსახურსა და მის პარტიულ კუთვნილებას არ უკავშირდება.  

ჩაფიძის ინფორმაციით, გუშინ სოსლან ვახტანგაძე ტელეკომპანიის წარმომადგენელს ანგარიშსწორებით მისი თანდასწრებით დაემუქრა, დღეს კი სახლში მიაკითხა და სცემა.  

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
“ჩელსი” სერხიო რამოსში 50 მილიონს იხდის1
აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ2
კუბლაშვილი ელისო ჩაფიძეს ურჩევს პოლიციას მიმართოს3
ევროპარლამენტი ტიმოშენკოს გათავისუფლებას ითხოვს4
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X