„დემოკრატიული მოძრაობა“ “ქართული ოცნების” დაკავებულ წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს
„დემოკრატიული მოძრაობა“ “ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებისთვის
წინასწარი
პატიმრობის
შეფარდებას აპროტესტებს და
დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს.
„დემოკრატიული
მოძრაობა“
დაკავებულებს
სოლიდარობას
უცხადებს.
გმობს ხელისუფლებიდან მართული სასამართლოს მიერ გამოტანილ სრულიად უსამართლო განაჩენს. მოძრაობა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს, მსგავსი მოვლენების მონიტორინგში აქტიურად ჩაერთოს და სამართლიანი და მიუკერძოებელი
გამოძიება
მოითხოვოს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმის აუცილებლობას, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო გაძლიერებულ ტერორსა და ზეწოლას რეალურმა ოპოზიციურმა სპექტრმა ერთიანი ძალისხმევა უნდა დაუპირისპიროს”,-
ნათქვამია პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, კოალიცია “ქართული
ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულ მიხეილ ამაშუკელს, გაგა ამბროლაძეს
და მიხეილ მესხს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა დღეს შეუფარდა.
internet.ge