„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ორშაბათს, მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთებს. შესაბამისად, შალვა
ნათელაშვილი მოსახლეობისთვის აქტუალურ შეკითხვებზე პასუხს სწორედ მეტეხთან გასცემს.
რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია ‘’ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.
მიზეზებზე არავინ საუბრობს, თავად ნათელაშვილი კომენტარს არ აკეთებს, ამ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ მისი პარტიის წევრები.
‘’ლეიბორისტების ლიდერი" კითხვებს სოციალურ ქსელში იღებს, შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ დაწერა, რომ სოციალურ ქსელში დასმულ შეკითხვებს უპასუხებდა.
მისივე ანონსის შესაბამისად, შალვა ნათელაშვილს დასმული კითხვებისთვის პასუხი დღეს უნდა გაეცა.
internet.ge