ოპოზიციონერი
დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას მიერ მომზადებულ – „ამინისტიის შესახებ“ პროექტს, მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს.
საკითხზე
დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც ბაღათურიამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ – 273–ე მუხლით მსჯავრდებული პირები, ასევე 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებული ადამიანები. ხოლო 260–ე მუხლის მეორე ნაწილით გასამართლებულებს სასჯელი უნდა გაუნახევრდეთ.
ამას
გარდა, ბაღათურიამ ამინისტიის გამოცხადებას 49 მუხლით გასამართლებულ ადამიანებზეც მოითხოვდა.
ბაღათურიას
კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, რომ „პოლიტიკური კეკლუცობის“ დრო არ არის და ამ მუხლების ამნისტირებით დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდება.
მისი
შეფასებით, ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ „თეთრი ბაირაღები“ გამოკიდოს და ვინც დანაშაულისთვის სასჯელს იხდის, ყველა გაათავისუფლდეს.
„ამ ტიპის ამინისტია დაუსჯელობის სინდრომს გააღვივებს“, –
დასძინა მან.
კომიტეტის
დღევანდელ სხდომაზე, პროექტზე კენჭისყრა გაიმართა, სადაც ცვლილებების წინააღმდეგი
ექვსი დეპუტატი აღმოჩნდა. შესაბამისად, კანონპროქეტს უარყოფითი დასკვნა მისცეს.
internet.ge