აჰმედ იიმაია: თურქეთისთვის საამაყოა, რომ დროის მდინარეს საქართველოსთან ერთად მიუყვება
თურქმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრაზე კულტურული, ეკონომიკური და ისტორიული მიმართულებით, ორი ქვეყნის ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს, თურქეთის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, აჰმედ
იიმაიამ განუცხადა, ქართულ-თურქული ურთიერთობები ურთიერთნდობისა და პატივისცემის პრინციპს ემყარება, რაც მნიშვნელოვანია როგორც
თურქეთისთვის, ასევე საქართველოსთვის.
მისი თქმით,
ერთ დღეს
მსოფლიო და ქვეყნიერება რომ დაინგრეს და ის თავიდან შეიქმნას, ღმერთმა თურქებს რომ ჰკითხოს, თუ რომელ ქვეყანას ისურვებდა მეზობლად, თურქეთის
არჩევანი აუცილებლად საქართველო იქნებოდა.
„მზე აღმოსავლეთიდან ამოდის
და დასავლეთში ჩადის.
დღესაც ასე იყო
– ამოვიდა აღმოსავლეთიდან და დასაველისკენ ჩავა.
დროის მდინარე ძალიან
სწრაფად მიედინება და თურქეთისთვის ძალიან
საამაყოა, რომ ამ დროის მდინარეს საქართველოსთან ერთად მიუყვება“, - დასძინა მან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები პრემიერ-მინისტრ, ნიკა გილაურს შეხვდებიან. ამასთან, თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვევა, ასევე დეპუტატები ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში გაემგზავრებიან.
internet.ge