GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოსკოვი ნეიტრალურ პასპორტებს „რეგიონში დესტაბილიზაციას“ უკავშირებს
14:45 09.06.2012
დღის სიახლეები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ შეხვედრის შესახებ ინფორმაციასა და თავის მოსაზრებებს აქვეყნებს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოხუმი და ცხინვალი კვლავ ხაზს უსვამენ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე საქართველოს მიერ ხელმოწერის აუცილებლობას და ამ შეთანხმების საკვანძო მნიშვნელობას, რასაც რუსეთიც ეთანხმება. მოსკოვმა ისევ წამოჭრა მის მიერ გასულ დისკუსიებზე წარდგენილი ასეთი ორმხრივი შეთანხმების პროექტის თემა, თუმცა ამ საკითხმა მხარდაჭერა ვერც 8 ივნისის რაუნდზე მოიპოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჟენევაში, სოხუმმა მის „საზღვრებზე“ არსებულ სიტუაციაზე საუბრისას, შეშფოთება გამოხატა „საქართველოს მიერ გალის რაიონში სიტუაციის ესკალაციის გამო, სადაც ბოლო თვეებში ისევ დაფიქსირდა საქართველოს სპეცსამსახურებისა და მათთან დაკავშირებული ბანდიტების დანაშაულებრივი ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობისა და აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით მხარეებმა დაადასტურეს გალის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენის აუცილებლობა“ - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყება ტერმინ „ოკუპაციისა“ და „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ ჟენევაში, ამ ტერმინების სამართლებრივი ასპექტების განხილვისას, მათი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში გამოყენების უსაფუძვლობა დადასტურდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები კატეგორიულად არ დაეთახმნენ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისა და აშშ-ს გადაწყვეტილებას ნეიტრალური პასპორტების აღიარების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეიტრალურ დოკუმენტებს „რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს“ უკავშირებს.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
4 მამაკაცი საჯაროდ დახვრიტეს (VIDEO)1
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო2
გერმანიაში დაჭრილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს ჯერ კიდევ ვერ უკავშირდებიან3
გიორგი გოზალიშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა4
ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში იყო, არის და დარჩება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X