"მემარჯვენეები" მეწყერით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემას ითხოვენ
"ახალი მემარჯვენეების" ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თავართქილაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის მაისის თვეში, რაიონის სოფლებში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემა დროულად არ ხდება და თანხების უმოკლეს ვადაში გაცემას ითხოვს.
‘’მემარჯვენეების"
ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში, ხულოში, მეწყერის შედეგად მიღებული ზარალის
დასადგენად რაიონში შეიქმნა კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ 454 ოჯახს, რომელსაც
ზიანი მიადგა, უნდა მიეღო ფინანსური კომპენსაცია. საკრებულოს შესაბამისი
განკარგულებით დადგინდა თითოეულ ოჯახზე განკუთვნილი ანაზღაურების რაოდენობა.
პარტიაში ირწმუნებიან,
რომ დაზარალებულ ოჯახებს დღემდე არ მიუღიათ ანაზღაურება და ვერც კონკრეტულ პასუხს
იღებენ, როდის მოხდება კომპენსაციის გაცემა.
"ახალი
მემაჯვენეების" ხულოს ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კომპენსაციის გაცემის ასეთი
გაჭიანურება დაუშვებელია. ადამიანებს სწორედ ახლა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების
მიმდინარეობის დროს სჭირდებათ თანხა იმისთვის, რომ მოსავლის მიღებისთვის ზომები
მიიღონ, სასუქი შეიტანონ ნიადაგში და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ
დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა სრულიადაც არ არის ზარალის თანაზომადი, მოვითხოვთ
დაუყოვნებლივ მოხდეს დაზარალებული ოჯახებისთვის ზარალის კომპენსაცია“,- აცხადებენ
პოლიტიკურ პატიაში.
internet.ge