თურქი დეპუტატის, აჰმედ იიმაიას შეფასებით, თურქეთი დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც ძალების დაშორიშორებას ემხრობა.
როგორც ქართველ ჟურნალისტებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე ორმხრივ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან და თურქეთის პრეზიდენტის, აბდულა გიულის შეფასებასთან დაკავშირებით, იიმაიამ განუცხადა,
თურქეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის გლობალურ მშვიდობასა და სოლიდარობას უჭერს მხარს.
„თურქეთი დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც ძალების დაშორიშორებას ემხრობა. საკანონმდებლო ორგანო კანონს იღებს
და მის აღსრულებას ზედამხედველობას უწევს, ხოლო თქვენი კითხვა უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებას უკავშირდება. თურქეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის გლობალურ მშვიდობასა და სოლიდარობას უჭერს მხარს“, - დასძინა მან.
თურქეთის
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მალე აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორია გათავისუფლებული იქნება“.
internet.ge