ქართველთა კავშირის თავმჯდომარე რუსეთში, მიხეილ ხუბუტია,
ვლადიმერ პუტინის ნაციონალური საბჭოს წევრი გახდა.
საბჭო საკონსულტაციოა, ის პუტინის ინიციატივით შეიქმნა და
თავად პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ახალი ორგანოს მიზანია, ბოლო პერიოდში, რუსეთში
წარმოქმნილი ნაციონალური ხასიათის პრობლემების დარეგულირება და სხვადასხვა ეროვნების
წარმომადგენელს
შორის თანხმობის უზრუნველყოფა.
საბჭოს შემადგენლობაში რუსეთის მთავრობის წევრების გარდა
შევიდნენ სხვადასხვა დიასპორების
ლიდერებიც, მათ შორის, მიხეილ ხუბუტიაც.
რუსეთში
ქართველთა კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი
ორგანოს შექმნაზე ხუბუტიაც საკმაოდ ბევრს საუბრობდა.
მიხეილ ხუბუტია რუსეთში საკმაოდ მსხვილი ბიზნესმენია. ის არის მმართველი პარტიის
„ედინაია როსიას“ წევრი და მხარდამჭერია
ვლადიმერ პუტინის თითქმის ყველა ინიციატივისა.
internet.ge