დღეს, "ქართული ოცნება" ქუთაისში აქციას
გამართავს.
6 სთ-ზე ქუთაისის
მერიის
მიერ
შეთავაზებულ
ალტერნატიულ
ადგილას,
დავით
აღმაშენებლის
ძეგლის
მიმდებარე
ტერიტორიაზე კოალიციის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ქუთაისში მხარდამჭერი
აქციის ჩატარება 7 ივნისს სურდა, თუმცა ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, კოალიციას
ალტერნატიული ადგილი ბალახვანის მოედანზე შესთავაზეს.
კოალიციის წევრებმა კი, ხელახლა გაავრცელეს განცხადება,
სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი აქციას 7 ივნისის
ნაცვლად 9 ან 10 ივნისს გამართავენ:
„თავდაპირველად აქციის გამართვა ცენტრალურ მოედანზე 7 ივნისს გვინდოდა და ამასთან დაკავშირებით, მერიას თხოვნით
მივმართეთ.
პასუხად
მივიღეთ
ცნობა,
რომ
ამ
პერიოდში
აღნიშნულ
ადგილას
თეატრალური
ფესტივალი
იმართებოდა.
შემდეგ
იყო
შეთავაზება,
აქცია
9-10 ივნისს
გაგვემართა,
რაზეც
ისევ
უარი
გვითხრეს
და
ალტერნატიული
ფართი
შემოგვთავაზეს.
ბოლოს
კი
განაცხადეს,
რომ
11-დან
15 ივნისდამდე
შეგვეძლო
ნებისმიერ
ადგილას
გაგვემართა
შეკრება,
თუმცა
ჩვენ
მაინც
მივიღეთ
გადაწყვეტილება,
რომ
აქცია
10 ივნისს
ასსაფეხურიანი
კიბის
ირგვლივ
ჩავატაროთ,“
- განაცხადა
ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
Internet.ge