„ქართული ოცნება“ სამართალდამცავებს აქციის მშვიდობიან ვითარებაში ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებას
ქუთაისში აქციის მშვიდობიან ვითარებაში ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ვიდეო მიმართვა ბიძინა ივანიშვილის სოციალურ
ქსელში განთავსდა.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ კი, ქუთაისში დღეს
დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.
მან სამართალდამცავებს მოუწოდა უზრუნველყონ დღევანდელი აქციის მშვიდობიან ვითარებაში ჩატარება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული აქცია
აღმაშენებლის
ძეგლთან, ე. წ. ბალახვანის ასსაფეხურიან კიბეებთან დღეს
18:00 საათზე გაიმართება.
Internet.ge