კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ტელეკომპანია “მაესტროსთვის” მიცემულ ინტერვიუში, იმერეთში, მათი თანაგუნდელების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
ივანიშვილის თქმით, ახალგაზრდების ნაწილი, ხელისუფლების დაგებულ პროვოკაციას წამოეგო.
“ჩვენ მათ არ მივატოვებთ და ვიბრძოლებთ, დროზე ადრე გავათავისუფლოთ ისინი. ხელისუფლება ვერ მოახერხებს დიდხანს მათ დაჭერას და დაპატიმრებას, რადგან ეს უკანონოა. მე ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი”,- განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის განცხადებით, დაკავებულ ახალგაზრდებს ისინი მაქსილაურად დაეხმარებიან.
internet.ge