იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია „ქართული
ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ მოღვაწეობას ვერ შეძლებს, მის მოვალეობას
მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე შასრულებს. აღნიშნული განცხადება ხვედელიძემ „მაესტროსთვის“
მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
როგორც ხვედელიძემ თამარ ჩიქოვანის გადაცემაში
"ჩვენ" განაცხადა, 27-მა მაისმა ივანიშვილის ლიკვიდაციის საფრთხე გაზარდა.
მისი თქმით, ყველამ დაინახა, თუ რა განწყობა არის ხალხში, როგორი
სურვილი აქვს საქართველოს მოსახლეობას და აღნიშნული საფრთხეც გაიზარდა.
"ცოტა მიჭირს
ამაზე საუბარი, მაგრამ თუ ბიძინამ ვერ განაგრძო პოლიტიკური მოღვაწეობა, მაშინ მე ვიტვირთებ ამ საქმეს, ამიტომ ჩვენი ერთად ყოფნა უკვე აღარ
არის სასურველი", - განაცხადა ხვედელიძემ.
გუშინვე გაირკვა,
რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ქუთაისში დღეს
დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციას არ დაესწრება. ხვედელიძემ ეს გადაწყვეტილება
ივანიშვილის ოჯახის მიმართ საფრთხის გაზრდით ახსნა.
"ბიძინას პოლიტიკაში
შემოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ბევრი
ვიფიქრეთ, გვქონდა დისკუსია, კამათიც, რადგან არსებობდა საფრთხე და ამას ყველა ვგრძნობდით,
განსაკუთრებით ბიძინა," - განმარტა ეკატერინე ხვედელიძემ.
internet.ge