კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთელი საქართველო ხარაჩოებში ჩასვა და ეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გააკეთა.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ახირებებს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით ასრულებს.
“ამ ხელისუფლებას ტურიზმი აქვს აკვიატებად, ჩვენი მოსვლის შემდეგ კი, ტურიზმი ერთადერთი საქმიანობა არ იქნება. ჩვენ ქვეყნის განვითარების უკეთეს გეგმას შევიმუშავებთ”,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge