ბიძინა ივანიშვილმა დღე, ქუთაისში გამართულ აქციაზე იმერეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.
ივანიშვილის განცხადებით, ქუთაისის მაჟორიტარი იქნება გუბაზ სანიკიძე, სამტრედიაში კახი კალაძე, ბაღდათში არჩილ კბილაშვილი, ზესტაფონში გოგი ქავთარაძე, ტყიბულში ელისო ჩაფიძე და ხარაგაულში ნოდარ ებანოიძე.
კოალიციის ლიდერის განცხადებით, ოქტომბერში ქართული ოცნების ასრულება დაიწყება.
ივანიშვილის თქმით, მომავალი აქცია 17 ივნისს ოზურგეთში გაიმართება.
Internet.ge