კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველო დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა გახდება.
ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილმა დღეს, ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ივანიშვილის თქმით, ისინი ხელისუფლების შეცვლას არა ძალისმიერი გზით, არამედ არჩევნებით შეძლებენ.
გამოსვლის ბოლოს, სცენაზე ბერა ივანიშვილიც გამოჩნდა და განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი ადამიანის გამო, ის დამსწრე საზოგადოების წინაშე სიმღერით არ წარსდგებოდა.
“გპირდებით, რომ აუცილებლად ჩამოვალ ქუთაისში კონცერტით და ყველა ოცნებას რეალურად ვაქცევთ”,- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.
internet.ge