ქუთაისის აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობამ „ქართული ოცნების“ ლიდერები გაანაწყენა
10:05 11.06.2012
|
დღის სიახლეები
|
გუშინ, ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართა. როგორც ცნობილია, აქციაზე დაახლოებით 5 000–მდე ადამიანი გამოვიდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათი დიდი ნაწილი ქუთაისში სპეციალურად ჩაყვანილი პარტიული აქტივისტები იყვნენ.
მიტინგის ორგანიზატორების მოლოდინი ზღვა ხალხის მისვლას უკავშირდებოდა, თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა.
როგორც ცნობილი ხდება, აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობამ ორგანიზატორების დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.
ფართომასშტაბიანი აქცია ვერ შედგა, ამიტომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ შეკრებას წარუმატებლად თვლიან, თუმცა, საჯარო საუბრებში ამ პოზიციას არ აფიქსირებენ...
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|