საფრანგეთის
საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ფრანსუა ოლანდის ‘’სოციალისტურმა
პარტიამ" და მისმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს.
მემარცხენეებმა და ‘’მწვანეთა
პარტიამ" მთლიანობაში ხმათა 46% მიიღეს, ხოლო ‘’მემარჯვენე-ცენტრისტულმა
კავშირმა" - 34%.
მოსახლეობის აქტივობა
ხმის მიცემისას არც ისე მაღალი იყო. 46 მილიონი ამომრჩევლიდან ხმის მისაცემად
მხოლოდ 57% გამოცხადდა.
არჩევნების მეორე ტური
მომდევნო კვირაში გაიმართება. დეპუტატები ქვედა პალატაში 577 ადგილისთვის
იბრძოლებენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, საკანონმდებლო
ორგანოს დაკომპლექტებაზე ბევრადაა დამოკიდებული ოლანდის მიერ დაპირებული
რეფორმების მასშტაბები და სიჩქარე.
internet.ge