16 ივნისს, საქართველოს ტერიტორიაზე, მარნეულის რაიონის სოფელ თეკალში, ერთმანეთს
აზერბაიჯანისა და სომხეთის მშვიდობისმყოფლები შეხვდებიან და ორი ქვეყნის საზღვარზე,
ბოლო პერიოდში გამწავავებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი contact.az ავრცელებს. მისი ცნობით,
შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოში მოქმედი ასოციაცია „თეკალი“, აზერბაიჯანის
რეგიონალური კოოპერაციისა და თემთა განვითარების ცენტრი და სომხეთის სამშვიდობო
ინიციატივების კავკასიური ცენტრი.
გამოცემა Turan-ის ცნობით, კავკასიური ინიციატივების
ცენტრში პროექტს აშშ-ს დემოკრატიის ხელშეწყობის ნაციონალური ფონდი ახორციელებს.
internet.ge