საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში ნატო-ს
გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში,
ჯეიმს აპატურაის ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანის
ვიზიტი ჩიკაგოს სამიტზე ქართული მხარის მიღწევების გაგრძელებაა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე
მინისტრის მოაგდილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, აპატურაი დღეს დაგეგმილ
შეხვედრებზე ისაუბრებს იმ გზებზე, რომლითაც ქვეყანა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდება
ნატოში.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტი რუტინულ
ხასიათს ატარებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს.
ნატოსთან ურთიერთობისას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დინამიკა ყველა ჩვენ
მეგობართან შევინარჩუნოთ“,- განაცხადა კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აპატურაი სახელმწიფო უწყების
წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში
საქართველოს გაწევრიანების საკითხზე ისაუბრებს. საუბრის მთავარი თმა ჩიკაგოს
სამიტი იქნება.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
აპატურაი ამ წუთებში ნატო-ს კვირეულში მონაწილეობს. ის კვირეუილის
მთავარი მომხსენებელია.
Internet.ge