მმართველი გუნდის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მთავარი
პროკურორის ყოფილი პირველი მოდგილის, დავით საყვარელიძის უნარ-ჩვევები საკანონმდებლო
ორგანოს გამოადგება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს საყვარელიძის გადაწყვეტილების კომენტირებისას
კუბლაშვილმა განუცხადა, საყვარელიძეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის კარგი
გამოცდილება აქვს და ის ხასიათდება, როგორც კვალიფიციური იურისტი.
„ჯობს მოვლენებს არ გავუსწროთ და დაველოდოთ თუ სად იქნება მაჟორიტარად
წარდგენილი დავით საყვარელიძე. ვიტყვი რომ
ის უნარ-ჩვევები, რომელიც მას გააჩნია საკანონმდებლო ორგანოს გამოადგება“,-
განაცხადა კუბლაშვილმა.
მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, პირადი
განცხადების საფუძველზე თანამდებობა დღეს დატოვა.
internet.ge