დეპუტატი ლევან ვეფხვაძე დავით საყვარელიძის გადაწყვეტილებას
მიესალმება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“ -ს
ვეფხვაძემ განუცხადა, დადებითი ფაქტია რომ საყვარელიძემ თანამდებოიბა საკუთარი
ნებით დატოვა, რადგან ის პოლიტიკაში წასვლას აპირებს.
მისი თქმით, გასულ წლებში საარჩევნო კამპანიას საჯარო პირები თანამდებობაზე
ყოფნის დროს მართავდნენ და პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას
რეგისტაციის გავლის დროს ამჟღვანებდენ.
„საჯარო სამსახურში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებიც
მაჟიორიტარობას აპირებენ, მოვუწოდებ პოსტები დატოვონ და დავით საყვარელიძეს
მიბაძონ“,- განაცხადა ვეფხვაძემ.
რაც შეეხება საკითხს, თუ როდის გახდება ცნობილი „ქრისტიან-დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატები, ვეფხვაძე ამბობს, რომ
ისინი ელოდებიან თუ როდის დაასახელებენ
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარ დეპუტატებს, რის შემდეგაც, 1-ელ ივლისამდე „ქდმ“-ს კანდიდატებიც ცნობილი
გახდება.
internet.ge