„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან
წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ პირველმა ლეიბრისტმა მეტეხის
ეკლესიის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთკვირიანი ტაიმ-აუტი
წინასაარჩევნო და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდებოდა.
ნათელაშვილმა პირობა დადო, რომ "სანამ
ორ საპრეზიდენტო ვადას არ მოიცვლის, არსად წასვლას არ აპირებს"
„სანამ არ გავიმარჯვებთ, სანამ დაკარგულ ტერიტორიებს არ დავიბრუნებთ, სანამ ღირსეულ საქართველოს არ შევქმნით და სანამ 2 საპრეზიდენტო ვადას არ მოვიცვლი, არსად წასვლას არ ვაპირებ", -განაცხადა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.
„ჩვენი
თავგანწირული
ბრძოლა ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა. დღეიდან გამოცხადდება წინასარჩევნო სტარტი. ასარჩევი ბევრი არაფერი გვაქვს. ან ჩვენ, ან - ისინი. ჩვენ გამარჯვების დროშას სააკაშვილის რეზიდენციის თავზე ავაფრიალებთ და იქ
რეგიონების
მიხედვით საქართველოს მუზეუმი განლაგდება. პრეზიდენტს კი 3-ოთახიანი ოფისიც ეყოფა", - განაცხადა ნათელაშვილმა.
Internet.ge