საქართველოს
ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი ნატო-ში, როგორც ქვეყანამ, რომელიც ნაბი-ნაბიჯ მიილტვის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების ამოცანის შესასრულებლად.
აღნიშნული განცხადება ბარამიძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ნატო-ს კვირეულის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
“ჩიკაგოში
ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და აქ საუბარია მტკიცებულებების
ფორმით და არა იმ ფორმით, რომ საქართველო ალბათ, გახდება ალიანსის წევრი. ნატო საქართველოს ეხმარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს სისრულეში მოყვანილი ყველა ის ფაქტორი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება. მათ კარგად ესმით, რომ დროის გაწელვა და გაჭიანურება შესაძლოა, გარკვეული არასასურველი დამატებითი დაძაბულობის გამომწვევი გახდეს”, - განაცხადა ბარამიძემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ეწვია.
პროტოკოლის მიხედვით, ჩანიშნულია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან,
ვიცე პრემიერ-მინისტრთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან.
აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდება.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ასევე შეხვედრებს გამართავს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან.
internet.ge