აპატურაი: საქართველო არამარტო მიისწრაფვის გახდეს ნატოს წევრი, არამედ მუშაობს ამისთვის
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოს ხელისუფლებას ISAF-ის
სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა აღვნიშნო ის დიდი წვლილი,
რომელიც საქართველოს ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას გულისხმობს.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და გენერალური მდივნის სახელით
გამოვხატო მწუხარება ავღანეთში გარდაცვლილი 16 ქართველი სამხედროს გამო.
საქართველო არამარტო მიისწრაფვის გახდეს ნატოს წევრი, არამედ მუშაობს ამისთვის“,-
განაცხადა, აპატურაიმ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ნატო-ს კვირეულის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხალხს ესმოდეს არამხოლოდ ნატოში
გაწევრიანების მიზანი, არამედ იცოდეს რას წარმოადგენს ეს ალიანსი.
„ვიზიარებ იმ შეხედულებას, რომ ჩიკაგოს სამიტს დადებითი მხარე ჰქონდა
საქართველოსთვის, თქვენი ქვეყანა ნატოს წევრი აუცილებდლად გახდება“,- დასძინა
აპატურაიმ.
internet.ge