ბობოხიძე: სანიკიძეს მმართველი გუნდის ის წევრი დაუპირისპირდება, რომელიც გაიმარჯვებს
მმართველი გუნდის წევრს,
აკაკი ბობოხიძეს ეჭვი ეპარება, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გუბაზ
სანიკიძე ქუთაისში წარმატებას მიაღწევს.
როგორც ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს
ბობოხიძემ განუცხადა, სანიკიძეს მმართველი გუნდის ის წევრი დაუპირისპირდება,
რომელიც გაიმარჯვებს.
„ნაციონალურ
მოძრაობაში” ამჟამად საუბარია, რომ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭი
ქალაქის ამჟამინდელმა მერმა, გიორგი თევდორაძემ იყაროს, თუმცა საბოლოო
გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. მიმაჩნია, რომ ყველა პროცესი, რომელიც ქალაქში ხორციელდება, სწორედ მის
სახელთან არის დაკავშირებული და ამ პროცესებს უშუალოდ ის ხელმძღვანელობს. ვფიქრობ,
რომ ამ თვალთაზრისით ქუთაისს „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ღირსეული კანდიდატი
ეყოლება“, – დასძინა მან.
ბობოხიძის განცხადებით,
სანიკიძემ ქუთაისში კენჭი უკვე იყარა და დამარცხდა კიდეც.
internet.ge