მინაშვილი: იმედია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების ჩაქრობა საქართველოს ჩართულობითაც მოხდება
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი, აკაკი მინაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს
შორის არსებული დაპირისპირება მშვიდობიანად მოგვარდება.
როგორც ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს მინაშვილმა
განუცხადა, ცუდია, როდესაც რეგიონში ასეთი ტიპის დაპირისპირება ხდება.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის არსებული
დაძაბულობა მშვიდობიანად დასრულდება და მოლაპარაკებები დაიწყება.
რაც შეეხება
ინფორმაციას, რომ შესაძლოა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებების დაწყების
მიზნით, ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდნენ, დეპუტატი მედიას ურჩევს, რომ
მოვლენებს ნუ გაასწრებს.
„ჩვენი მიზნაია, რომ
რეგიონში მშვიდობა იყოს, რომელიც განვითარების გარანტიაა. იმედი მაქვს საქართველოს
ჩართულობითაც ამ დაპირისპირების ჩაქრობა მოხდება და ყველაფერი საერთაშორისო სამართლის
ნორმებით მოგვარდება“, – დასძინა დეპუტატმა.
internet.ge