საგარეო
საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
შეხვედრაზე
განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პერსპექტივებზე.
Internet.ge